"ნერაძური" მატეო დარმიანისა და მარკუს ტურამის გოლებით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ ადრიან ბერნაბემ 1 ბურთი გაქვითა, მალევე კი იაკობ ონდრეიკამ წონასწორობა აღადგინა და სიმონე ინძაგის გუნდს ქულები დააკარგვინა.
პარმა 2-2 ინტერი
გოლები: 1-0 მატეო დარმიანი 15', 2-0 მარკუს ტურამი 45', 2-1 ადრიან ბერნაბე 60', 2-2 იაკობ ონდრეიკა 69'
ინტერი კვლავ პირველ ადგილზე რჩება, მაგრამ ნაპოლი, ამ ტურში მოგების შემთხვევაში, კონკურენტთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს - ანტონიო კონტეს შეგირდები 7 აპრილს, სტუმრად, ბოლონიას შეხვდებიან.
რაც შეეხება ინტერს - გუნდს 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ბაიერნთან დაპირისპირება უწევს, 12 აპრილს კი იტალიის ჩემპიონატში კალიარის უმასპინძლებს.









