გუშინ, იმ 30 ფეხბურთელის ვინაობა დასახელდა, რომლებიც 2025 წლის ოქროს ბურთის ჯილდოსთვის აგრძელებენ ბრძოლას.
სიაში მოხვდა მიუნხეის ბაიერნის ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგების 2 ფავორიტი დაასახელა.
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთს ყველა ვარიანტში პსჟ-ს ფეხბურთელი მოიგებს. 2 კანდიდატს გამოვარჩევდი - ყველაზე მეტი შანსი დემბელეს და ჰაკიმის აქვთ", - განაცხადა კეინმა.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.









