მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრები ორ მატჩს საქართველოსა და თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ამ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
ტრავმის გამო, ესპანეთის ნაკრებს ორი წამყვანი ფეხბურთელი - პედრი და როდრი დააკლდება.
სამაგიეროდ, ნაკრებს მთავარი ლიდერი ლამინ იამალი დაუბრუნდა, რომლის გამოძახებაც ეჭვქვეშ იყო.









