2 ქართველი მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ წონითი კატეგორიების რეიტინგები განაახლა.
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთაგან წონითი კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ათეულში 6 ქართველი სპორტსმენია, მათ შორის 2 პირველ ადგილს იკავებს.
-55 კილოგრამის ლიდერი 18 წლის მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ლოლუაა, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონმა 57 900 დააგროვა.59 900 ქულით პირველ ადგილზეა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გელა ბოლქვაძეც (82კგ.).
-63 კ.გ წონითი კატეგორიის რეიტინგში მესამე ადგილს ამირან შავაძე (52 600ქ) იკავებს. მასთან ერთად საუკეთესო ათეულში არიან: გიორგი მელია 97კგ. - IV ადგილი, იური ლომაძე 72კგ. - V ადგილი , ჯონი ხეცურიანი 67კგ. - IX ადგილი.
თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან წონითი კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ათეულში 7 ქართველი სპორტსმენია.
49 900 ქულით მირიან მაისურაძე (92კგ.წო) მეოთხე ადგილს იკავებს. ვლადიმერ გამყრელიძე 79კგ - VI ადგილზეა, სოლომონ მანაშვილი 125კფ - VI, გიორგი ღონიაშვილი 61კგ - VIII, ტარიელ გაფრინდაშვილი 86კგ - VIII ადგილი, გიორგი ელბაქიძე 74კგ - IX, აკაკი ქემერტელიძე 70კგ კი X პოზიცის იკავებს.









