ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები B3 ჯგუფში უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ცნობილია კალენდარიც - საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში ერთა ლიგის ახალ ციკლს ორი საშინაო მატჩით დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე
25 სექტემბერი - საქართველო - ჩრდ.ირლანდია
28 სექტემბერი - საქართველო - უკრაინა
2 ოქტომბერი - უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი - ჩრდ.ირლანდია - საქართველო
14 ნოემბერი - საქართველო - უნგრეთი
17 ნოემბერი - უკრაინა საქართველო
ერთა ლიგაზე, სომხეთთან მატჩისშემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო, ჩრდ.ირლანდიასთან პირველი ტურის საშინაო მატჩს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები უმაყურებლოდ ჩაატარებს. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასწრება 28 სექტემბერს, უკრაინასთან მატჩში უკვე შეეძლება.









