საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს უკრაინასთან მატჩში შეუერთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს:
27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი ელის მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელთაგან პირველი შეხვედრა, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებია. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ 26 ნოემბერს ბარსელონაში უნდა ითამაშოს, ის უკრაინასთან მატჩში მოედანზე იქნება და საქართველოს უკრაინასთან მატჩში დაეხმარება.
შეხვედრა ბარსელონაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და რომ დამთავრდება, საქართველოში უკვე 27 ნოემბერი იქნება.
შენგელია თბილისში 15:50 საათზეა ჩამოფრინდება, ერთ საათში თორნიკე უკრაინასთან მატჩზე გასასვლელად გამზადებულ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
შეგახსენებთ, მსგავსი ვთარება შენგელიას 3 წლის წინ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკნით ფანჯარაში ჰქონდა. მაშინ 3 დღის ინტერვალით საქართველოს ნაკრები ჯერ ჰოლანდიაში თამაშობდა, შემდეგ კი ისლანდიას თბილისში მასპინძლობდა. ამ მატჩებს შორის თორნიკეს იტალიურ კლუბ ვირტუსს ევროლიგაში თამაში ჰქონდა. სტანდარტული რეისებით ამ სამივე მატჩზე დასწრება შეუძლებელი იყო, რის გამოც მან ჩარტერული რეისით 4 დღის მანძილზე 3 ქვეყანა (ჰოლანდია, იტალია, საქართველო) მოიარა, თითოეულში უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა განსაზღვრა.
საქართველოს ნაკრები ამჯერად მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე გასავლელად იწყებს ბრძოლას და საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ შეხვედრას 27 ნოემბერს თბილისში უკრაინასთან გამართავს. თორნიკე შენგელია ესპანეთიდან თამაშის დღეს გამოფრინდება და უკრაინასთან დიდი მნიშვნელობის მატჩში საქართევლოს კვლავ უკაპიტნებს.









