გუშინ, საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ნიკე ლუსო და კვარტალი დაუპირისპირდნენ.
მატჩის სტარტზე ანგარიში ბუჩუკურმა გახსნა და ნიკე ლუსო დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, კვარტალი გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.
მატჩის მიწურულს, შორეული დარტყმით ყველაფერს წერტილი ბუხრიკიძემ დაუსვა. ნიკე ლუსომ კვარტალი 2:0 დაამარცხა და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ წელს ქალთა ფეხბურთში საქართველოს თასი ისტორიაში პირველად გათამაშდა.
შეგახსენებთ, წელს ნიკე ლუსომ საქართველოს თასის გარდა საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო და მომდევნო წელს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.









