ვალენსიას ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა 2025 წლის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთის მოგებას ჰაკიმი 20-ჯერ მეტად იმსახურებს, ვიდრე დემბელე. ძალიან არ მიყვარს, როცა ამ პრიზს თავდამსხმელები იგებენ.
დროა ოქროს ბურთი გადაეცეს ხოლმე ისეთ მცველებს, რომლებმაც ისეთი დონის სეზონი ჩაატარეს, როგორც წელს ჰაკიმიმ ან ნახევარმცველებს, რომელთაც ვიტინიასნაირი სეზონი ექნებათ"
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხის მიუხედავად, ოქროს ბურთის ლაი რეიტინგს მაინც დემბელე ლიდერობს.









