Forbes-მა გამოაქვეყნა 2024 წლის ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების სია. პირველ ადგილს იკავებს ალ-ნასრის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მიმდინარე წელს 260 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მან 200 მილიონი მიიღო რიადული კლუბისგან, კიდევ 60 მილიონი კი სასპონსორო ხელშეკრულებებით.
მეორე ადგილზე არის ჯონ რამი, რომელმაც LIV Golf-თან 350-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. მისმა შემოსავალმა 218 მილიონი შეადგინა. სამეულს ხურავს ლეო მესი, რომელმაც 65 მილიონი მიიღო ინტერ მაიამისგან, 70 მილიონი კი სასპონსორო ხელშეკრულებებით.
სრული 10-ეული ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 260 მილიონი დოლარი
2. ჯონ რამი (გოლფი) - 218 მილიონი დოლარი
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 135 მილიონი დოლარი
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 128.2 მილიონი დოლარი
5. იანის ადეტოკუმბო (კალათბურთი) - 111 მილიონი დოლარი
6. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 110 მილიონი დოლარი
7. ნეიმარ ჟუნიორი (ფეხბურთი) - 108 მილიონი დოლარი
8. კარიმ ბენზემა (ფებხურთი) - 106 მილიონი დოლარი
9. სტეფან კარი (კალათბურთი) - 102 მილიონი ევრო
10. ლამარ ჯექსონი (ამერიკული ფეხბურთი) - 100.5 მილიონი დოლარი











