ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, France football-მა 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული უკვე გამოავლინა.
Marca-ს ცნობით, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მადრიდის რეალის შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი მიიღებს და ის უკვე ემზადება დაჯილდოების ცერემონიალისთვის.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nike 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის უკვე ამზადებს სპეციალურ ბუცებს, რომელსაც ოქროს ბურთის მოგების შემდეგ გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში 28 ოქტომბერს ჩატარდება და გამარჯვებულები ოფიციალურად გამოვლინდებიან.
La Liga
2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია









