ბორჯღალოსნები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ტურნირის დებიუტანტ შვეიცარიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, 2025 წლის რაგბი ევროპის პირველ მატჩს, პირველ თებერვალს, ავჭალის სარგბო სტადიონზე შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს, 8 თებერვალს ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს ვუმასპინძლებთ, ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად გამართავენ.
B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია იასპარეზებენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალური ეტაპის თამაშები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ოთხი ფინალი (ყველა ადგილისთვის) კი 15-16 მარტს გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ასევე 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირია. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).
2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
I ტური
31 იანვარი
რუმინეთი – გერმანია
1 თებერვალი
საქართველო – შვეიცარია (“ავჭალა” 16:00)
პორტუგალია – ბელგია
2 თებერვალი
ესპანეთი – ნიდერლანდები
II ტური
8 თებერვალი
საქართველო – ნიდერლანდები ("ავჭალა" 15:00)
ბელგია – რუმინეთი
9 თებერვალი
შვეიცარია – ესპანეთი
პორტუგალია – გერმანია
III ტური
15 თებერვალი
ნიდერლანდები – შვეიცარია
რუმინეთი – პორტუგალია
16 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
გერმანია – ბელგია
ნახევარფინალები - 1-2 მარტი
ფინალები - 15-16 მარტი

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი - ირაკლი ტყემალაძე