საფრანგეთის ქალაქ ვიშში 2025 წლის U18 ექვსი ერის ფესტივალი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს 19 წლამდე ნაკრებიც მიიღებს.
უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე 10 აპრილს იტალია იქნება, 14 აპრილს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო დასკვნით მატჩს 18 აპრილს ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 45-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა უკვე შეიკრიბა და აღნიშნული ტურნირისთვის დაიწყო მზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა მზადების პროცესზე ისაუბრა.
"ა ლიგის ფინალის შემდეგ ბიჭებს ერთი დღით დასვენების შესაძლებლობა მივეცით და 11 მარტიდან დავიწყეთ მზადება მარტყოფის ბაზაზე, სადაც შაბათს ორმხრივი თამაში გვქონდა. ამ ეტაპზე 45 კანდიდატი გვყავს, რომლებსაც 25 მარტს კიდევ ორი ლეგიონერი დავით ბარამია და ნიკოლოზ ჩხორთოლია დაემატება. ისინი საფრანგეთთან მატჩისთვის უკვე ჩვენთან ერთად იქნებიან."
"გაფართოებულ შემადგენლობაში არიან, უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ვაკვირდებით ლეგიონერებს საფრანგეთიდან, რომლებიც იქ არიან დაბადებული, ან ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც საფრანგეთში წავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავამარტივოთ ჩვენი სათამაშო სისტემა და ბიჭებს ინფორმაციას ეტაპობრივად ვაწვდით, რათა გაუადვილდეთ მათი ათვისება. შაბათს გვქონდა ორმხრივი თამაში, რომელმაც მოთამაშეების ფორმაზე წარმოდგენა შეგვიქმნა."
"ორშაბათს საღამოს უკვე „შევარდენზე“ შევიკრიბებით და იქ გავაგრძელებთ მზადებას. საფრანგეთთან შეხვედრამდე გვექნება ამხანაგური თამაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარება. გარდა იმისა, რომ ვნახავთ რა დონეზე ვართ, გვექნება სელექცია საფრანგეთის ნაკრებისთვის. საფრანგეთი 26 კაცით ჩამოდის და ჩვენც 26 მოთამაშე გვეყოლება განაცხადში, ზუსტად ისე, როგორც ექვსი ერის ფესტივალის ფორმატია."
"რაც შეეხება საფრანგეთს, მათ ყოველთვის გამორჩეული გუნდი ჰყავთ. ვიცით, რომ ისინი უკვე შეკრებილები არიან „მარკუსის“ ბაზაზე და ემზადებიან ჩვენთან თამაშისთვის. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, კარგად მოვემზადოთ ექვსი ერის ფესტივალისთვის. გარდა ამისა, არაერთხელ მითქვამს, რომ 18-წლამდელთა ნაკრები განვითარების ეტაპია და მნიშვნელოვანია ასეთი დონის გუნდებთან შეხვედრა. ბევრი მოთამაშისთვის საფრანგეთთან თამაში იქნება პირველი შეხება საერთაშორისო დონესთან და ექვსი ერის ფესტივალზე ჩასვლამდე მათ ექნებათ წარმოდგენა რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა მაღალ ტემპთან ადაპტაცია იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატში თამაშის ტემპი ძალიან დაბალია და 2 კვირაში მოგვიწევს მასთან ადაპტაცია."
"ასაკობრივი ნაკრები ყოველთვის სპეციფიკურია და წელს არ გვყავს ისეთი მასიური ბიჭები, როგორიც შარშან გვყავდა. გაფართოებულ შემადგენლობაში 5 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც ექვსი ერის ფესტივალზე შარშანაც ითამაშა, კიდევ 9-მ კი 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიიღო გამოცდილება" — ზურაბ ამონაშვილი.

საქართველო V იტალია — 10 აპრილი
საქართველო V უელსი — 14 აპრილი
ირლანდია v საქართველო — 18 აპრილი
მომზადებულია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით.