აღნიშნულ ტურნირზე უმცროსი ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ და ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
ირლანდია V საქართველო — 29 ივნისი, კალვიზანო
ახალი ზელანდია V საქართველო — 4 ივლისი, ვიადანა
საქართველო V იტალია — 9 ივლისი, კალვიზანო
2025 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში გაიმართება, ტურნირი სტარტს 29 ივნისს აიღებს და გამარჯვებული 19 ივლისს გამოვლინდება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









