ხვალ, თბილისი არენაზე 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც მონაწილეობას 46 ქვეყნის 400 სპორტსმენი მიიღებს.
აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას და ევროპის ჩემპიონობისთვის 17 ძიუდოისტი იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-48 კგ: ჯულიეტა როდონაია
-52 კგ: ნინო თათრიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ: ნინო წიკლაური
-70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა წილისყრა და ცნობილი გახდა ქართველი ძიუდოისტების პირველი მეტოქეები
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი სტარტს ხვალ, 16 აპრილს აიღებს და კვირას, 19 აპრილს დასრულდება.









