დასრულდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ცნობილია ყველა ნაკრები, რომლებიც მუნდიალზე იასპარეზებენ.
ბოლო, 48-ე გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა ერაყია. ევროპის კონტინენტიდან კი დარჩენილი 4 ადგილი შვედეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ჩეხეთმა და თურქეთმა შეავსეს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, აშშ და მექსიკა უმასპინძლებს. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს და გამარჯვებული 19 ივლისს გამოვლინდება. მუნდიალების ისტორიაში წელს პირველად ტურნირზე 48 ნაკრები იასპარეზებს.









