რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 2027 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა და 24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას, იტალიას და რუმინეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და პლეი-ოფი 1/8 ფინალიდან დაიწყება. ჯგუფიდან 1-2 ადგილოსნები პირდაპირ მოიპოვებენ 1/8 ფინალის საგზურს, ხოლო დარჩენილ 4 ადგილს საუკეთესო მესამეადგილოსნები შეავსებენ.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია უმასპინძლებს და მატჩები 6 სხვადასხვა სტადიონზე ჩატარდება. ტურნირი სტარტს 1 ოქტომბერს აიღებს, გამარჯვებული კი 13 ნოემბერს გამოვლინდება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









