დღეს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. მატჩები დიდ ინტერესს იმიტომ იწვევს, რომ სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონი იბერია დინამო ბათუმს უმასპინძლებს. იბერიამ გასულ ტურში უშუალო კონკურენტი დილა სტუმრად უშანსოდ დაამარცხა და ბათუმთან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მათი მიზანი პირველობის გამყარებაა.
დინამო ბათუმში ფინანსურად არეული სიტუაცია იყო, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და ამის ფონზე, გუნდს ნორმალური შედეგები აქვს. ბათუმს 33 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და ევროზონაში შესასვლელად იბრძვის.
დღესვე გაიმართება ტორპედოსა და დილას მატჩი. ქუთაისელი გულშემატკივარი მხოლოდ 3 ქულის მოლოდინშია. ტირპედომ აუტსაიდერ თელავთან ქულები კვლავ დაკარგა და იმერლები საუმეულსაც მოსცილდნენ, ამიტომ შუსტერის გუნდს დილასთან მხოლოდ მოგება სჭირდება.
დილა კი იბერიასთან მარცხის შემდეგ ძალები აღდგენას, ტორპედოს დამარცხებას და საჩემპიონო მარათონში დაბრუნებას შეეცდება. დღესვე გაიმართება საინტერესო მატჩი თელავსა და დინამო თბილისს შორის.
ეროვნული ლიგა 22-ე ტური
23 აგვისტო
20:00 იბერია - დინამო ბთ
20:00 თელავი - დინამო თბ
21:00 ტორპედო - დილა
24 აგვისტო
20:00 გაგრა - სამგურალი
21:00 გარეჯი - კოლხეთი









