სერია A-ს 26-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და პარმას დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ მაქს ალეგრის გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, სტუმრებმა მოახერხეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება მაინც შეძლეს.
მილანში ამ მარცხის შემდეგ სკუდეტოზე ფიქრს დიდი ალბათობით შეწყვეტენ, რადგან ინტერთან ჩამორჩენა უკვე 10 ქულამდე გაიზარდა.
მილანი 0-1 პარმა
გოლი: 0-1 მარიანო ტროილო 80'.









