წარმოგიდგენთ 25 ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც 2025 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. საუბარია როგორც საკლუბო დონეზე დაფიქსირებულ შედეგებზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზეც. პირველ პოზიციაზე 32 შეხვედრაში 28 გატანილი ბურთით არის შანდონგ ტაიშანის ვინგერი, ვაკო ყაზაიშვილი.
სამეულში არის დუეტი ეროვნული ლიგიდან - დათა სიჭინავა (36 მატჩი, 24 გოლი) და გიორგი ფანცულაია (37 მატჩი, 17 გოლი). ცნობისთვის, 17 ბურთი ასევე გატანილი აქვთ ზაქარია ბეგლარიშვილს, ოთარ კიტეიშვილსა და იური ტაბატაძეს, მაგრამ წყალტუბოს სამგურალის ფორვარდმა ამ ყველაფერს უფრო ნაკლები წუთი მოანდომა.
25-ეულში არიან როგორც საქართველოს ნაკრების ცნობილი სახეები (ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი), ისე მოთამაშეებიც, რომლებსაც ჯერ არც ეროვნულ გუნდში უთამაშიათ და არც საზღვარგარეთ. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
25 ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 2025 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა
| ფეხბურთელი | შედეგი | გუნდი |
| ვაკო ყაზაიშვილი | 28 გოლი, 32 მატჩი | შანდონგ ტაიშანი |
| დათა სიჭინავა | 24 გოლი, 36 მატჩი | სიონი |
| ზაქარია ბეგლარიშვილი | 17 გოლი, 35 მატჩი | ნომე |
| გიორგი ფანცულაია | 17 გოლი, 37 მატჩი | სამგურალი |
| ოთარ კიტეიშვილი | 17 გოლი, 43 მატჩი | შტურმი |
| იური ტაბატაძე | 17 გოლი, 43 მატჩი | კადისი/იბერია |
| გიორგი მიქაუტაძე | 16 გოლი, 43 მატჩი | ვილიარეალი/ლიონი |
| ლევან კუტალია | 15 გოლი, 31 მატჩი | სამტრედია/რუსთავი |
| ამირან ძაგანია | 14 გოლი, 45 მატჩი | იბერია |
| ხვიჩა კვარაცხელია | 14 გოლი, 53 მატჩი | პსჟ |
| ლაშა კოხრეიძე | 13 გოლი, 27 მატჩი | ლოკომოტივი |
| ზურიკო დავითაშვილი | 13 გოლი, 34 მატჩი | სენტ-ეტიენი |
| საბა გეგიაძე | 13 გოლი, 41 მატჩი | სპაერი |
| თორნიკე მორჩილაძე | 12 გოლი, 30 მატჩი | დინამო თბილისი |
| ლევან ნონიკაშვილი | 12 გოლი, 32 მატჩი | ვიონი |
| დიმიტრი ღურწკაია | 12 გოლი, 35 მატჩი | მეხაშტე |
| გურამ გოშთელიანი | 12 გოლი, 38 მატჩი | იბერია |
| ალექსანდრე ანდრონიკაშვილი | 12 გოლი, 42 მატჩი | დილა |
| ლაშა მენთეშაშვილი | 11 გოლი, 35 მატჩი | ლოკომოტივი |
| ლევან პაპავა | 11 გოლი, 36 მატჩი | გარეჯი |
| შოთა შეყილაძე | 11 გოლი, 45 მატჩი | დილა |
| გიორგი ქვილითაია | 10 გოლი, 29 მატჩი | არისი |
| იმედა აშორტია | 10 გოლი, 33 მატჩი | ბუნიოდკორი |
| ლუკა წულუკიძე | 10 გოლი, 33 მატჩი | დინამო ბათუმი |
| გიორგი გულიაშვილი | 10 გოლი, 35 მატჩი | სარაევო |









