ცნობილი გავლენიანი გამოცემა L'equipe ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სიას აქვეყნებს.
ეს სია პსჟ-ს თავკაცის, ლუის ენრიკეს ახალ კონტრაქტს ემსახურება. ახალი კონტრაქტის თანახმად, ენრიკეს ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.
ამჟამად კი სიას მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ლიდერობს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები
| მწვრთნელი | კლუბი | ანაზღაურება |
| დიეგო სიმეონე | ატლეტიკო მადრიდი | 26 მილიონი ევრო |
| პეპ გვარდიოლა | მანჩესტერ სიტი | 23 მილიონი ევრო |
| ანტონიო კონტე | ნაპოლი | 15.3 მილიონი ევრო |
| მიკელ არტეტა | არსენალი | 15 მილიონი ევრო |
| ლუის ენრიკე | პსჟ | 12 მილიონი ევრო |
| ვინსენტ კომპანი | ბაიერნი | 12 მილიონი ევრო |
| ჰანსი ფლიკი | ბარსელონა | 10.8 მილიონი ევრო |









