დერბიმ ანგარიში პირველივე წუთებზე გახსნა, რის შემდეგაც უოტფორდმა უპირატესობა მოიპოვა. 31-ე წუთზე ბაიომ ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე კი გამოცდილმა მუსა სისოკომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ძირითად შემადგენლობაში იყო უოტფორდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩის ბოლოს 6.8 შეფასება მიიღო.
სამი ტურის შემდეგ, ჩაკვეტაძის უოტფორდს სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში სანდერლენდთან ერთად დგას.









