ხოსეპ გუარდიოლა მანჩესტერ სიტიში გადმოვიდა 2016 წელს და იმის შემდეგ, პრემიერ ლიგის ჩემპიონი ის ექვსჯერ გახდა. ცოტა ხნის წინ, პირველ ტურში ლონდონის ჩელსისთან მოგების შემდეგ, ენცო მარესკა გახდა პრემიერ ლიგაში მომუშავე რიგით 75-ე დამრიგებელი, რომელიც ესპანელმა ტაქტიკოსმა დაამარცხა.
ისმის კითხვა - "ქალაქელების" მწვრთნელს ნისლიან ალბიონზე გამარჯვების მოპოვება ყველასთან შეუძლია? თითქმის ყველასთან. ისტორიას ახსოვს სამი დამრიგებელი პრემიერ ლიგაში, რომელთანაც მოგება პეპმა ვერ შეძლო. პირველ რიგში გამოსარჩევია რონალდ კუმანი, რომლის წინააღმდეგ მან 3 მატჩი ჩაატარა.
53 წლის მწვრთნელის სტატისტიკა ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან ასეთია - ორი ფრე და ერთი მარცხი. ყველაზე საინტერესო არის სწორედ წაგების ფაქტი: 2017 წლის 15 იანვარს ევერტონმა "ლურჯები" 4:0 გაანადგურა. 2-ჯერ მათ შორის 1:1 დაფიქსირდა. "ნარინჯისფერების" ამჟამინდელი დამრიგებელი 3-ვე შემთხვევაში სწორედ ლივერპულურ კლუბში მუშაობდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მწვრთნელს - აიტორ კარანკა და სტივ ენიუ. ორივე მათგანი მოღვაწეობდა მიდლსბროში და 2016/2017 წლების სეზონში მათ ერთმანეთი შეცვალეს. გვარდიოლამ ვერ შეძლო მათთან მოგება და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.











