ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე რეგენსბურგს დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გააფუჭა, მან დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

უოტფორდმა ვესტ ბრომვიჩი საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა, თითქმის ყველა შეტევა მან დაიწყო, მის წინააღმდეგ მეტოქეემა 2 ყვითელი ბარათი მიიღეს და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია 37 წლის ასაკშიც მოწოდების სიმაღლეზეა. კაშიამ დუნაისკა სტრედას გაუტანა, დაცვაში დამაჯერებელი იყო და სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.











