ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი, ჩემპიონობისთვის კი ორი გუნდი იბრძვის.
იბერიას და გორის დილას 71-71 ქულა აქვთ და დარჩენილი ტურები მათთცის უმნიშვნელოვანესია. თუ გუნდები სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, ჩემპიონი იბერია გახდება, რადგან ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო წელს ევროტურნირებზე საქართველოს სახელს ტორპედო, დინამო თბილისი, იბერია და გორის დილა წარმოადგენენ.
დინამო და ტორპედო მესამე-მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან, თუმცა რადგან საქართველოს თასის ფინალში დილა და იბერია არიან, ავტომატურად დინამო და ტორპედო ევროტურნირებზე ითამაშებენ.
რაც შეეხება გასავარდნ ზონას, 99% შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთის კოლხეთი ეროვნული ლიგიდან ვარდება, ამჟამინდელი მოცემულობით თელავი და გარეჯი ფლეი-აუტს ითამაშებენ, თუმცა გასავარდნ ზონას დინამო ბათუმის მიახლოვებულია.
მთავარი აქცენტი მაინც ცხრილის ზედა ნაწილშია, სადაც იბერიასთვის და დილასთვის ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
იბერიას მომდევნო 3 მატჩი: იბერია-დინამო თბილისი (26 ნოემბერი), გარეჯი-იბერია (30 ნოემბერი), იბერია-გაგრა (6 დეკემბერი)
დილას მომდევნო 3 მატჩი: დილა-სამგურალი (26 ნოემბერი), კოლხეთი-დილა (30 ნოემბერი), დილა დინამო თბილისი (6 დეკემბერი)









