ბარსელონასა და მილანის ინტერის პირველი ნახევარფინალური მატჩი დასრულდა ფრედ, 3:3. საინტერესოა, რომ მსგავსი ანგარიში უკანასკნელად მთავარი საკლუბო ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე დაფიქსირდა 26 წლის წინ, 1998/99 წლების სეზონში.
საუბარია კიევის დინამოსა და მიუნხენის ბაიერნს შორის გამართულ მატჩზე, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ასევე 3:3 დასრულდა. იმ შეხვედრაში "თეთრ-ლურჯების" მხრიდან კახა კალაძეც თამაშობდა. რაც შეეხება საპასუხო თამაშს, ასევე ფრე, მაგრამ ამჯერად 1:1, რის შედეგადაც ფინალში "რეკორდმაისტერი" გავიდა.
როგორც გვახსოვს, ოტმარ ჰიცფელდის გუნდი სეზონის მთავარ მატჩში შემდეგ დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან, რომელმაც მოწინააღმდეგეს უბრალოდ წარმოუდგენელი ქამბექი შესთავაზა. რაც შეეხებათ ვალერი ლობანოვსკის შეგირდებს, ისინი იმ ტურნირის მთავარ აღმოჩენებად იქცნენ.









