უოტფორდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ხავი გრასიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი ადგილი ედვარდ სტილმა დაიკავა. რა უნდა ვიცოდეთ გიორგი ჩაკვეტაძის, საბა გოგლიჩიძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის ახალი თავკაცის შესახებ? ბელგიაში დაბადებული ინგლისელი დამრიგებელი, რომელიც მხოლოდ 35 წლის არის.
"ყვითლების" ახალი მწვრთნელის კარიერა დაიწყო 2015 წელს, სენტ-ტრუიდენში, ვიდეო ანალიტიკოსის პოზიციაზე. მოგვიანებით, ის მუშაობდა ასისტენტად ლანსში, ანდერლეხტში, ბრიუგეში, ანტვერპენსა და შანჰაი პორტში. რაც შეეხება უშუალოდ დამრიგებლობას: შარლერუა, ეუპენი და კორტრაიკი.
თავად სტილი თავის სამწვრთნელო ფილოსოფიას ახასიათებს როგორც სწრაფი შეტევისა და აგრესიული, კომპაქტური დაცვის შერწყმა. აქვე დავამატებთ, ჰერტფორდშირელები პირველ შეხვედრას ინგლისელის თავკაცობით გამართავენ 14 თებერვალს, პრესტონ ნორთ ენდის წინააღმდეგ.
ჩემპიონშიპში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ, ვიკარიჯ როუდის ბინადრები 44 ქულით მე-11 ადგილზე არიან. ქართველი ლეგიონერების გუნდს საპლეიოფო ზონაში მოხვედრამდე 3 ქულა აშორებთ.









