მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მოვლენა ახლოვდება. 2026 წლის მუნდიალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
არიან ნაკრებები, რომელთაც უკვე წინასწარი მონახაზი უკვე აქვთ და იციან რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
FIFA ამ ტურნირისთვის რამდენიმე ახალი წესის შემოტანას აპირებს, რომელიც უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ამოქმედდება, კერძოდ:
შეცვლილ მოთამაშეს მოედნის დასატოვებლად დრო 10 წამი ექნება. თუ ფეხბურთელი ამ დროს გადასცდება, შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეს ერთი წუთი ლოდინი მოუწევს, რათა მოედანზე შევიდეს;
ნებისმიერი თავისუფალი დარტყმა 5 წამზე ნაკლებ დროში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურთი მეტოქეს გადაეცემა;
თუ მოთამაშეს ტრავმის გამო დროებით მოედნიდან გასვლა მოუწევს, მას დასაბრუნებლად ლოდინი ერთი წუთით მოუწევს;
VAR-ის სისტემა მეორე ყვითელ ბარათსა და საკამათო კუთხურებზეც ამოქმედდება, თუ მსაჯი მის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იქნება.









