ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურის წინ, 4 გუნდია, რომელიც ტურნირს უკვე ოფიციალურად გამოეთიშა.
სამწუხაროდ, ამ ოთხ გუნდს შორისაა ვილიარეალიც, სადაც ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს. ვილიარეალი აიაქსთან დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
ვილიარეალთან ერთად, სიაშია კაირათი. ყაზახურმა გუნდმა სადებიუტო სეზონში მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა და ბოლო ადგილს იკავებს.
სლავია პრაღა ბარსელონასთან საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 2:4 დამარცხდა, ბოლო ტურის წინ მხოლოდ 3 ქულა აქვს და საუკეთესო 24 გუნდში ვეღარ შევა.
აინტრახტი კი ყარაბახთან ბოლო წუთზე დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურის წინ, ფლეი-ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.









