"სამეფო კლუბის" მოწინააღმდეგე არის ლონდონის არსენალი, კატალონიელების კი დორტმუნდის ბორუსია. რაც შეეხება კოპა დელ რეის, წინ განმეორებითი მატჩებია. "ბლანკოსის" მეტოქე არის სოსიედადი, რომელსაც პირველ თამაშში მინიმალური ანგარიშით მოუგეს. "ბლაუგრანას" კი ელის საპასუხო მატჩი მადრიდის ატლეტიკოსთან, რომელთანაც პირველ თამაშში 4:4 დაფიქსირდა.
რაც შეეხებათ ტრებლის დანარჩენ პოტენციურ მფლობელებს, სერია ა-დან ასეთი არის მილანის ინტერი. იტალიის მოქმედი ჩემპიონი ახლაც პირველზე და უახლოეს მდევარს, ნაპოლის 3 ქულით უსწრებს. ამის გარდა, "ნერაძურის" ევროსარბიელზე ელის 1/4 ფინალური დაპირისპირება მიუნხენის ბაიერნთან.
ამის გარდა, "გველებს" კოპა იტალიაზე ელით ნახევარფინალური დაპირისპირება თანაქალაქელ მილანთან. ბოლოს კი პარის სენ-ჟერმენი, რომელიც ლიგა 1-ის ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება. პსჟ-ს მეტოქე ლიგის 1/4 ფინალში იქნება ბირმინგემის ასტონ ვილა, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალში კი დიუნკერკი.











