კრიშტიანუ რონალდუმ ერთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ლეგენდარულ თავდამსხმელს აღნიშნულ ტურნირზე საერთო ჯამში დაუგროვდა 15 ბურთი, თანაც ეს ყველაფერი 40 წლის ასაკში. ერთა ლიგის ისტორიაში პორტუგალიელ ფორვარდზე მეტი შეაგდო მხოლოდ ერლინგ ჰოლანდმა, 19 ბურთი.
შემდეგ მოდის ალექსანდრ მიტროვიჩი, რომელსაც ალ-ნასრის კაპიტნის მსგავსად, 15 გოლი აქვს. ხუთეულს ხურავენ რომელუ ლუკაკუ და ვედატ მურიქი, 13-13 ბურთით. რაც შეეხებათ ქართველ მოთამაშეებს, 8-8 ბურთით საუკეთესო შედეგი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს აქვთ.
ერთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები
| ფეხბურთელი | გოლების რაოდენობა | ნაკრები |
| ერლინგ ჰოლანდი | 19 | ნორვეგია |
| კრიშტიანუ რონალდუ | 15 | პორტუგალია |
| ალექსანდრ მიტროვიჩი | 15 | სერბეთი |
| რომელუ ლუკაკუ | 13 | ბელგია |
| ვედატ მურიქი | 13 | კოსოვო |
| ვიქტორ გიოკერეში | 10 | შვედეთი |
| ედინ ჯეკო | 9 | ბოსნია |
| კრისტიან ერიქსენი | 9 | დანია |
| დანელ სინანი | 9 | ლუქსემბურგი |
| კილიან მბაპე | 8 | საფრანგეთი |
| მემფის დეპაი | 8 | ნიდერლანდები |
| ტემუ პუკი | 8 | ფინეთი |
| ხვიჩა კვარაცხელია | 8 | საქართველო |
| გიორგი მიქაუტაძე | 8 | საქართველო |
| ბენჟამინ შეშკო | 8 | სლოვენია |
| სტეფან მუგოშა | 8 | მონტენეგრო |









