თბილისი 20-22 მარტს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 51 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მიიღებს.
დღეს, სასტუმრო "პულმანში" შეჯიბრების კენჭისყრა გაიმართა. სპორსტმენები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ.
პირველი საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე, მეორე და მესამე საშეჯიბრო დღის კი, 10:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათიდან აიღებს სტარტს.
შეჯიბრებაზე საქართველოდან 42 ძიუდოისტი იასპარეზებს.
პირველ დღეს მედლების მფლობელები 5 წონით კატეგორიაში გაირკვევა.
ქალთა შორის სამ წონაში:-48 კგ; -52 კგ; -57 კგ და ვაჟთა შორის 2 წონაში: -60 კგ; -66 კგ.
პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველთაგან ტატამიზე ვიხილავთ:
-48 კგ: მარიამ ზაქარაია, თამარ გიგოლაევი.
-52 კგ:ნინო თათრიშვილი, ელენე გვაზავა
-57 კგ: სოფიო ბედოშვილი, ნინო ლოლაძე.
-60 კგ: მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი, გიორგი არაბიძე.
-66 კგ: თორნიკე გიგაური, ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი.
მეორე საშეჯიბროდღეს მედლების მფლობელები ოთხ წონით კატეგორიაში გაირკვევა: ქალთა შორის - 63 კგ, -70 კგ, ხოლო ვაჟთა შორის:-73 კგ, -81 კგ.
ქართველთაგან მედლებისთვის იასპარეზებენ:
-63 კგ: ნინო წიკლაური, მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, მარი მახარაშვილი.
-70 კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ქეთევან ბერიძე, ლიზი კვარცხავა.
-73 კგ: გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე, გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი.
-81 კგ: ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამი მძიმე წონას დაეთმობა. მედალოსნები ქალთა შორის -78 კგ-სა და +78 კგ-ში გამოვლინდებიან, ხოლო ვაჟთა შორის: -90 კგ-ში, -100
კგ-ში და +100 კგ-ში.
ქართველთაგან ტატამიზე ვიხილავთ:
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ვლადიმირ ახალკაცი.
-100 კგ: ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, ონისე სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი.
+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეშვილი, საბა კარდავა, გელა ზაალიშვილი.









