სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, სადაც ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე ლივერპულს უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ "ნერაძურის" ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, კრისტიან კივუს გუნდი ტოპ გუნდთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და ამ სეზონის სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუარესა.
ინტერს ამ სეზონში 5 დიდი მატჩი ჰქონდა, სადაც "ნერაძურის" მეტოქეები იუვენტუსი, ნაპოლი, მილანი, ატლეტიკო მადრიდი და ლივერპული იყვნენ. მილანური გრანდისთვის სამწუხაროდ, კრისტიან კივუს შეგირდებმა ზემოხსენებულ 5 დაპირისპირებაში გამარჯვება ვერც ერთხელ მოახერხეს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა.
იმის მიუხედავად, რომ ინტერი სერია A-ში მე-3, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 პოზიციაზე, "ნერაძურის" ფანები კრისტიან კივუსა და ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში მაინც აკრიტიკებენ.
"5 დიდი მატჩი და 5 მარცხი, ინტერი ანგარიშგასაწევი კლუბი აღარ არის და ეს კრისტიან კივუს ბრალია"
"გასაგებია, რომ ახალგაზრდაა და ისიც გასაგებია, რომ მისთვის პირველი სეზონია, მაგრამ ყველა დიდ გუნდთან მარცხი მიუღებელია"
"თითქოს გუნდი კარგად თამაშობს, კარგ შედეგებზე გადის, მაგრამ შემდეგ გახსენდება, რომ მილანთან წავაგეთ, იუვენტუსთან წავაგეთ, კრიზისში მყოფ ლივერპულთან წავაგეთ - ასე გაგრძელება არ შეიძლება"
"სიტუაცია თუ არ შეიცვლება, მიმდინარე სეზონს 0 ტიტულით დავასრულებთ"
"კივუს ფეხბურთი და ჩვენი ფეხბურთელების მონდომება მომწონს, მაგრამ მხოლოდ სუსტ გუნდებთან გამარჯვება შედეგს არ მოიტანს"
"ხომ შეიძლება რომელიმე დიდ გუნდს ჩვენც მოვუგოთ? რა დაემართა ჩვენს ინტერს, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპის მასშტაბით?"
"შეხედეთ ჩვენს მეზობელ მილანს, დიდ გუნდებთან ერთი წაგებაც კი არ აქვთ... რა ხდება ინტერის თავს? რას აპირებს კივუ? რას აპირებენ ფეხბურთელები? უფროსობას ამ ყველაფერზე რეაქცია არ ექნება?"









