ჩემპიონატის პირველი ეტაპი 6-7 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდება - შაბათს საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართება, ხოლო კვირას დრიფტერები ქულებს რბოლაში გაინაწილებენ.

betlive Racing Season - Drift Series 2024-ის განრიგი:
I ეტაპი - რუსთავი, 6-7 აპრილი
II ეტაპი - ქუთაისი, 1-2 ივნისი
III ეტაპი - ფოთი, 13-14 ივლისი
IV ეტაპი - ზუგდიდი, 10-11 აგვისტო
V ეტაპი - თბილისი, 5-6 ოქტომბერი
პირველი და მეორე ეტაპის ქულებით TOP 7 მრბოლელი ევროპის ჩემპიონატის ღონისძიებაზე გაემგზავრება, რომელიც რიგაში ან ვარშავაში ჩატარდება. გარდა ამისა, 2 გულშემატკივარიც შეირჩევა, რომლებიც დრიფტერებთან ერთად გაემგზავრებიან ევროპის ჩემპიონატის ღონისძიებაზე.
"Georgian Drift Series-ზე მონაწილე პროფესიონალ დრიფტერებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ვიდრე ჩვენ გვგონია, რადგან მათ უყურებს და ბაძავს ახალგაზრდობა! ეს კი ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა გარისკავს საკუთარ თუ სხვის სიცოცხლეს ქუჩაში და ჩვენ გვასახელებს საერთაშორისო შეჯიბრებზე" - საქართველოს დრიფტის სერიების დამფუძნებელი, გიგი ტუღუში.

ჩემპიონატის ქულები კვალიფიკაციაში:
1 ადგილი - 7 ქულა
2 ადგილი - 6 ქულა
3 ადგილი - 5 ქულა
4-8 ადგილი - 4 ქულა
9-16 ადგილი - 3 ქულა
17-32 ადგილი - 2 ქულა
ჩემპიონატის ქულები რბოლაში:
1 ადგილი - 100 ქულა
2 ადგილი - 80 ქულა
3 ადგილი - 64 ქულა
4 ადგილი - 54 ქულა
5-8 ადგილი - 48 ქულა
9-16 ადგილი - 32 ქულა
17-32 ადგილი - 16 ქულა

საქართველოში დრიფტის ჩემპიონატი 2013 წელს დააარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. იხილეთ გამარჯვებულები წლების მიხედვით:
2013 წელი - გიორგი სარიშვილი
2014 წელი - გუგა კირვალიძე
2015 წელი - გუგა კირვალიძე
2016 წელი - გუგა კირვალიძე
2017 წელი - ვახო ხურციძე
2018 წელი - ვახო ხურციძე
2019 წელი - ნოდო კოდუა
2020 წელი - ნოდო კოდუა
2021 წელი - ნოდო კოდუა
2022 წელი - ნოდო კოდუა
2023 წელი - მევლუდ მელაძე

betlive Racing Season - Drift Series 2024-ზე მონაწილეობას 28 მრბოლელი მიიღებს:
#100 - ირაკლი შალიკაშვილი
#999 - ალექსანდრე ხეროდინაშვილი
#33 - გიორგი კოდუა
#19 - გიორგი გრიგალაშვილი
#25 - დათო ჭეიშვილი
#17 - გიგა კალანდია
#131 - გიგა ჭუმბურიძე
#16 - სამსონ წიქარიშვილი
#555 - ჯეუჰუნ სულეიმანი
#8 - გიორგი მოსეშვილი
#90 - გივი ბიბილეიშვილი
#29 - ნიკოლოზ დოლიძე
#79 - ფარიდ გულიევი
#500 - მათე როჭიკაშვილი
#460 - ლუკა ღარიბაშვილი
#404 - ლაშა კაპანაძე
#540 - ხაიალ აგკაბეილი
#35 - სურენ კამალიანი
#11 - დავიდ გულორდავა
#120 - ლაშა ღვალაძე
#20 - სიმონ გუნცაძე
#600 - ფარად გოზალოვი
#400 - ნიაზ ბედიევი
#40 - ირაკლი ბერულავა
#28 - ნუკრი სალია
#888 - ელჩინ მამადოვი
#700 - რაჰმან შიხალიევი
#357 - პარვიზ აზიზოვი









