პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია. 29 მატჩის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის ანგარიშზე არის 24 გამარჯვება და 5 ფრე. იმ შემთხვევაში, თუ პსჟ არ წააგებს საფრანგეთის ჩემპიონატის დარჩენილ 5 ტურში, დედაქალაქური კლუბი მორიგ რეკორდს დაამყარებს.
პარიზი გახდება ერთადერთი გუნდი, რომელიც ლიგა 1-ის სეზონს დაუმარცხებლად ჩაამთავრებს. აქამდე საუკეთესო შედეგად ითვლებოდა 1994/95 წლების სეზონში ნანტის მიერ დაფიქსირებული მიღწევა, როდესაც აღნიშნულმა კლუბმა ჩემპიონატი მხოლოდ 1 წაგებით დაასრულა. როგორც ვხედავთ, ლუის ენრიკეს გუნდს ისტორიის გადაწერის შანსი აქვს.
პსჟ-ს დარჩენილი 5 მატჩი ლიგა 1-ში
| თარიღი | მატჩი |
| 22/04/2025 | ნანტი - პსჟ |
| 25/04/2025 | პსჟ - ნიცა |
| 03/05/2025 | სტრასბური - პსჟ |
| 10/05/2025 | მონპელიე - პსჟ |
| 17/05/2025 | პსჟ - ოსერი |









