ლუის ენრიკე თავის სამწვრთნელო კარიერაში უეფას სუპერ თასს მეორედ დაეუფლა. ის გახდა მეხუთე დამრიგებელი ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო ერთზე მეტ კლუბთან ერთად მოიგო. შეგახსენებთ, პსჟ-მდე, ესპანელმა სპეციალისტმა სუპერ თასი მოიგო ბარსელონასთან ერთად, 2015 წელს, თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა დრამატულ ბრძოლაში სევილია დაამარცხა.
"ლურჯ-წითლების" მწვრთნელამდე, უეფას სუპერ თასზე ტრიუმფი ერთზე მეტ გუნდთან ერთად მოახერხა მხოლოდ ოთხმა დამრიგებელმა - ალექს ფერგიუსონმა, ლუი ვან გაალმა, კარლო ანჩელოტიმ და პეპ გუარდიოლამ. ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი, რომელმაც სუპერ თასი მოიგო 3 კლუბთან ერთად, მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი სპეციალისტი არის.
ესპანელი მწვრთნელი ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა "ბლაუგრანას", მიუნხენის ბაიერნისა და "ქალაქელების" დამრიგებლის რანგში. ყველაზე მეტი ტიტული კი აქვს იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც მადრიდის რეალსა და მილანთან ერთად საერთო ჯამში სუპერ თასის 5 ჯილდო მოიგო.
მწვრთნელები, რომლებმაც უეფას სუპერ თასი ერთზე მეტ გუნდთან ერთად მოიგეს
| მწვრთნელი | გუნდები | ტიტულების რაოდენობა | წლები |
| კარლო ანჩელოტი | რეალი, მილანი | 5 | 2003, 2007, 2014, 2022, 2024 |
| ლუის ენრიკე | ბარსელონა, პსჟ | 2 | 2015, 2025 |
| ალექს ფერგიუსონი | მან იუნაიტედი, აბერდინი | 2 | 1983, 1991 |
| პეპ გუარდიოლა | ბარსელონა, ბაიერნი, მან სიტი | 4 | 2009, 2011, 2013, 2023 |
| ლუი ვან გაალი | ბარსელონა, აიაქსი | 2 | 1995, 1997 |









