„ფარმაცევტებმა“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. ალონსომ თავისი სიტყვები აასრულა, ძლიერი მეტოქის მიუხედავად, გუნდმა საკუთარ ფეხბურთს არ გადაუხვია და შედეგმაც არ დააყოვნა.
პირველ ტაიმში გუნდებმა მოედანზე დიდი ბრძოლა გააჩაღეს, შესაბამისად, პირველი გოლიც მალევე გავიდა. მატჩის მე-18 წუთზე, ანდრიხის გადაცემა, ბაიერნის საჯარიმოში შეპარულმა იოსიპ სტანისიჩმა გოლად აქცია. ვინც არ იცით გეტყვით, რომ 23 წლის ხორვატი მცველი ბაიერნის საკუთრებაა და ლევერკუზენში იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელმა გატანილი გოლი არ აღნიშნა, თუმცა ბაიარენაზე სრული სიგიჟე დატრიალდა.
მეორე ტაიმი ალონსოს გუნდმა ისევ დამაჯერებლად დაიწყო, ჯერი კი სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე მიდგა. მატჩის 50-ე წუთზე ლევერკუზენმა მორიგი მარტივი კომბინაცია გაითამაშა. გრიმალდო-ტელას ორსვლიანი გათამაშება ესპანელმა ფლანგის მცველმა ძლიერი დარტყმით დაასრულა, ნოიერი უძლური აღმოჩნდა, ანგარიში კი 2:0 გახდა. ამ სეზონზე, გრიმალდოსთვის ეს მე-8 გატანილი გოლი იყო.
მატჩის კულმინაცია კი ბოლო დამატებულ წუთზე ვიხილეთ. ახლა უკვე თავი ლევერკუზენის მეორე ფლანგის მცველმა, ჯერემი ფრიმპონგმა, გამოიჩინა. ნოიერი ბოლო წუთზე დანიშნულ კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. ლევერკუზენის მცველებმა ეს ჩაწოდება მოიგერიეს, გუნდმა კონტრშეტევა დაიწყო, რაც ფრიმპონგმა ცარიელ კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა, 3:0 და თამაში დასრულდა.
ალონსოს გუნდმა ამ გამარჯვებით 55 ქულა მოაგროვა და ბაიერნს 5 ქულით გაუსწრო. ლევერკუზენი ჩემპიონობას გეგმავს!
ალონსოს გუნდმა ამ გამარჯვებით 55 ქულა მოაგროვა და ბაიერნს 5 ქულით გაუსწრო. ლევერკუზენი ჩემპიონობას გეგმავს!









