ლონდონის ჩელსის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ დაასახელა პრემიერ ლიგის ხუთი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ მას ყველაზე მეტად უჭირდა თამაში. ინგლისელი ყოფილი უკანახაზელის 5-ეული ასეთია: ტიერი ანრი, უეინ რუნი, სერხიო აგუერო, ალან შირერი, ჰარი კეინი.
"პირველ რიგში ვირჩევ ანრის - მას ნებისმიერი მცველის დამცირება შეეძლო. მეორე ადგილზე უნდა ვთქვა რუნი - უდიდესი ინგლისელი მოთამაშე. მე-3 პოზიციაზე ვირჩევ აგუეროს, იყო დრო, როცა ჩელსი მის გაფორმებასთან ახლოს იყო. მე-4 - შირერი, ფენომენალური ფორვარდი, სიბერეშიც კი.
ალანის წინააღმდეგ მითამაშია მაშინ, როდესაც მისი კარიერა უახლოვდებოდა დასასრულს, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც ურთულესი მეტოქე იყო. მე-5 პოზიციას კეინს მივაკუთვნებ. თავიდანვე იყო ნათელი, რომ ის უმაღლესი კლასის ფორვარდი გახდებოდა."









