ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გაიმართა საოცრად დრამატული დაპირისპირება კარლოს ალკარასსა და ალექსანდრ ზვერევს შორის.
მატჩი ალკარასმა დომინირებით დაიწყო, ბრეიკი გააკეთა და პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება კვლავ ალკარასს დარჩა.
მიუხედავად დიდი ჩამორჩენისა, ზვერევმა თამაშში დაბრუნება მაინც შეძლო, ზედიზედ ორი სეტი ტაიბრეიკით მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.
ბოლო, გადამწყვეტ სეტში ზვერევმა ბრეიკი შეასრულა და ყველაფერი მის სასიკეთოდ მიდიოდა. გერმანელ ჩოგბურთელს თავისი მოწოდების მოგება სჭირდებოდა, რათა ფინალის საგზური მოეპოვებინა, თუმცა ეს თავის ჩაწოდება დათმო.
ალკარასმა ფსიქოლოგიური უპირატესობა კარგად გამოიყენა, საბოლოოდ 7:5 მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.
დიდი სლემის ფინალში ალკარასის მეტოქე იანიკ სინერსა და ნოავკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.









