შეხვედრის პირველი ტაიმი იტალიამ 17-14 მოიგო, თუმცა, მეორე ნახევარში ინგლისელებმა 13-7 იმარჯვეს და დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. აღნიშნული მოგებით ინგლისმა 4 ქულა მოიპოვა, ხოლო იტალიამ 7 ქულაზე ნაკლები მარცხისთვის ნუგეშის 1 ქულა მიიღო.
პირველი ტურის ბოლო მატჩში უელსი შოტლანდიას მიიღებს - ბრიტანული დერბი თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.









