საფრანგეთში მიმდინარე 2025 წლის 6 ერის ფესტივალზე, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და უელსთან დამარცხდა.
უმცროსი ბორჯღალოსნების და უელსელი თანატოლების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მეტოქის გამარჯვებით, 17-10 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით, 7-7 გავიდნენ. მეორე ტაიმში კი მეტოქის გარდასახულ ლელოს და ჯარიმას ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და 10-17 დამარცხდნენ.
2025 წლის 6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ბოლო, მესამე მატჩს, 18 აპრილს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი / ირაკლი ტყემალაძე









