4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში თურქეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. ურთიერთშეხვედრების ისტორია არის ბოსფორელთა მხარეს: 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. ბურთების შეფარდება: 15:6, ასევე "მთვარის ვარსკვლავების" სასარგებლოდ.
ისტორიაში გვხვდება ექვსი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც თურქეთის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. პირველმა ეს შეძლო მალხაზ ასათიანმა, 2004 წელს, როდესაც ტრაპიზონში გამართული შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1. ეს იყო 2006 წლის მუნდიალის შესარჩევის თამაში, რომლის საპასუხო დაპირისპირებაში ბოსფორელებმა 5:2 მოიგეს.
"ჯვაროსნების" მხრიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს. მივადექით იმ ერთადერთ გამარჯვებას (1:0) ჩვენი ეროვნული გუნდის ანგარიშზე: 2007 წელი, ამხანაგური შეხვედრა, ერთადერთი ბურთის ავტორი, დავით სირაძე. "მთვარის ვარსკვლავებისა" და საქართველოს ბოლო ორი შეხვედრა დასრულდა ერთი და იგივე ანგარიშით, 3:1.
2012 წელს გამართულ მატჩში "ჯვაროსნების" მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა დავით თარგამაძემ, ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე კი გიორგი მიქაუტაძემ. ვნახოთ, შეემატებიან თუ არა ამ სიას 4 სექტემბრის შემდეგ, ჩვენი ეროვნული გუნდის სხვა მოთამაშეებიც.









