FIFA-მ ჯგუფური ეტაპის მატჩებისა და ფინალის ადგილების განაწილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ცნობილი გახდა 2026 წლის მუნდიალის მატჩების ბილეთის ფასებიც.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბიუჯეტური კატეგორიის ბილეთები 3,119 ფუნტი სტერლინგიდან (4,185 აშშ დოლარი) იწყება, რაც 7-ჯერ მეტია წინა მუნდიალის ფინალის ბილეთებთან შედარებით.
გულშემატკივრები ფასის უკმაყოფილოები არიან, ფასის ცვლილებებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს ფეხბურთის ღალატია.
მაგალითად, 17 ივნისს ინგლისისა და ხორვატიის მატჩის ბილეთების ფასი 198 ფუნტი სტერლინგიდან (265 აშშ დოლარი) იწყება. მეოთხედფინალის ბილეთების ფასი 507 ფუნტი სტერლინგიდან (680 აშშ დოლარი), ხოლო ნახევარფინალის - 686 ფუნტი სტერლინგი (920 აშშ დოლარი).
გულშემატკივრებმა ისიც გაიხსენეს, რომ 2018 წელს, FIFA-მ ბილეთების გაიაფების შესახებ გამოაცხადა და მათი ცნობით, მომდევნო მუნდიალის მატჩების ფასები 21 დოლარიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ჩანს, ასე არ მოხდა.









