გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში 22-ე წუთზე კეინმა გახსნა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-12 გოლი გაიტანა. 79-ე წუთზე, ოლისემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 84-ე წუთზე ბრანდტმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
ბაიერნი 2-1 დორტმუნდი
გოლები: 1-0 კეინი (22'), 2-0 ოლისე (79'), 2-1 ბრანდტი (84")
7 მატჩის შემდეგ, ბაიერნს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს, დორტმუნდი კი 14 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში რეკორდმაისტერი გლადბახს ესტუმრება, ხოლო დორტმუნდელები კიოლნს უმასპინძლებენ.









