შვიდი მედალი მოიპოვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე. ავსტრიაში გამართულ ტურნირზე ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს. ვერცხლის ვერცხლი ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები გიორგი ჩანქსელიანმა (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ), გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილმა (+100 კგ) დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ - 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, მედალი ბენდელიანმა მოიპოვა.









