რეალის ისეთი 7 ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის საკვანძო და მნიშვნელოვანია, ლაზარეთშია და ზოგი მათგანი 2024 წელს საერთოდ ვერ ითამაშებს.
როდრიგო, მილიტაო, ვასკესი, კარვახალი, კურტუა, ჩუამენი, ალაბა - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ამჟამად ტრავმირებულთა სიაში არიან.
სიას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ამ 7 ფეხბურთელიდან ყველა ისეთია, ვისაც ანჩელოტი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს ხოლმე.
რა შეიცვლება სამეფო კლუბში? - მათი მთავარი მიზანი ცენტრალური მცველის ყიდვაა. დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რეალი მცველს იყიდის, გუნდი რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს.
შესაძლოა, ანჩელოტიმ მარჯვენა მცველის დამატებაზეც იმუშაოს. იმის მიხედვით, თუ როგორ წავა ვასკესისა და კარვახალის რეაბილიტაციის პროცესი, რადგან ამ პოზიციაზე რეალს მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელი ჰყავს.
ფაქტია, თუ სეზონის წინ გვეგონა, რომ რეალს ყველა პოზიციაზე ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდა, ასე არ ყოფილა და პრობლემები მაინც წარმოიშვა.









