აღნიშნულ მატჩში სტუმართა ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა 73 ქულა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა. 73 ქულასთან ერთად, სლოვენიელი კალათბურთის ანგარიშზე 10 მოხსნა და 7 პასია.
ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში გახდა მე-4 კალათბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 73 ქულა ჩააგდო. მანამდე აღნიშნული შედეგი უილტ ჩემბერლენმა, კობი ბრაიანტმა და დევიდ ტომპსონმა დააფიქსირეს.
დალას მავერიქსი რეგულარულ სეზონში 25 მოგებით და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ატლანტა ჰოუკსი კი 18 მოგებით და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციაზეა.









