7x7 ფეხბურთის ასოციაციამ 2025 წლის შედეგების გათვალისწინებით, საკეთესოები სხავდასხვა ნომინაციაში გამოავლინა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო გუნდები და მენეჯერები შემდეგ ტურნირებში: თბილისის მასტერ ლიგა, რეგიონალური მასტერ ლიგა, თბილისის მერიის თასი და მასტერ ქაფი.
ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავარ მხარდამჭერებს, რომელთაც 7x7 ფეხბურთის ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზები გადაეცათ.
La Gazzetta dello Sport Georgia -ს სპეციალური პრიზი გადაეცა მასტერ ლიგის მხარდაჭერისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ასევე, La Gazzetta dello Sport Georgia -სა და 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა სპეციალური გათამაშება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულს გადაეცა პარიზში გასამართი პსჟ–მონაკოს მატჩის ორკაციანი საგზური.
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ აღიინიშნა კ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის მნიშვნელოვან როლი საქართველოში სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებასა და სპორტული საზოგადოების გაერთიანებაში.









