დღეს, საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 20 და 23 მარტს, ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენ ფლეი-ოფის მატჩს მეზობელი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეკრებამდე ერთი დღით ადრე კი ქართველმა ლეგიონერებმა თავიანთ გუნდებში საოცარი შედეგები დააფიქსირეს და ნაკრებს კარგი განწყობით უერთდებიან.
ყველაზე მაღალი შეფასება ჟორჟ მიქაუტაძემ მიიღო, რომელიც ლე ავვრთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და ლიონს მოაგებინა. 15 წუთიან ინტერვალში მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზვიაძემ. ქართველი ფორვარდის ჰაიდენჰაიმმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სადაც წვლილი ზივზივაძემაც შეიტანა. მან 9.0 შეფასება მიიღო.
მათ გარდა, გოლები და საგოლე გადაცემები სხვა ლეგიონერებმაც შემოგვთავაზეს. შეფასება SofaScore-ს მიხედვით.
ლიონი-ლე ავრი 4:2 - ჟორჟ მიქაუტაძე, შეფასება 9.4 (გოლი და 2 ასისტი)
ჰაიდენჰაიმი-კილი 2:0 - ბუდუ ზივზივაძე, შეფასება 9.0 (ერთი გოლი)
შტურმი-ლასკი 4:2 - ოთარ კიტეიშვილი, შეფასება 7.9 (ერთი გოლი)
უესკა-ლევანტე 1:2 - გიორგი ქოჩორაშვილი, შეფასება 7.4 (ერთი ასისტი)
ვიბორგი-კოპენჰაგენი 3:2 - გიორგი გოჩოლეიშვილი, შეფასება 7.8 (ერთი გოლი)
სლოვან ბრატისლავა-ტრნავა 1:1 - გურამ გურამ კაშია, შეფასება 7.2
ბარი-სალერნიტანა 0:0 - ლუკა ლოჩოშვილი, შეფასება 7.3
ოქსფორდი-უოტფორდი 1:0 - გიორგი ჩაკვეტაძე, შეფასება 7.3
ხირონა-ვალენსია 1:1 - გიორგი მამარდაშვილი, შეფასება 7.1
ფეხბურთთან ახლოს #3 | ლეგიონერები სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან









