ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა. იტალიელი სპეციალისტისთვის ასეთი იყო ლონდონის ჩელსიში წასვლა, კლუბში, რომელშიც ის სულ რაღაც ორი სეზონის მანძილზე გაჩერდა.
"ვიცოდი, რომ წარსულში მოპოვებული ტიტულები ჩელსიში ვერ დამეხმარებოდა. აბრამოვიჩი ჩემგან ითხოვდა მხოლოდ ერთს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. რომანს უყვარდა ყველაფრის კონტროლი, რაც ქმნიდა დაძაბულობას, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა კიდევ უფრო მძაფრი მას შემდეგ, რაც ლიგაზე მოურინიოსთან წავაგე.
ლონდონში უნდა გავმხდარიყავი ჟოზეს სრულიად საპირისპირო მაგალითი - მშვიდი და გაწონასწორებული, ზედმეტი დრამის გარეშე. პორტუგალიელ სპეციალისტთან წაგება რუსმა ოლიგარქმა როგორც შეურაცხყოფა, ისე აღიქვა. მისმა ტრიუმფმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემი და "არისტოკრატების" პრეზიდენტის ურთიერთობაზე."
იტალიელი მწვრთნელი გულისხმობს ჩემპიონთა ლიგის 2009/2010 წლების მერვედფინალს, რომელშიც სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა მილანის ინტერთან წააგეს. "განსაკუთრებულმა" იტალიურ კლუბთან ერთად მოიგო ტრებლი, ჩელსის დამრიგებელს კი ახალი გუნდის ძებნა მოუწია.









