როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, აჩერბიმ ჟესუსს ბოდიში მოუხადა. ნაპოლის მცველის განცხადებთ, ეს არასასიამოვნო ფაქტი მოედანზე დარჩება და ისინი მეგობრობას გააგრძელებენ, თუმცა ამ სიტუაციიდან აჩერბი მარტივად ვერ გამოძვრება. როგორც ირკვევა, ამ საქმეზე გამოძიება როგორც ფედერაციამ, ისე ინტერმაც დაიწყო. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ფეხბურთელმა იტალიის ეროვნული ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.
უახლოეს საათებში ველოდებით ფედერაციისა და კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე სასჯელი მიიღოს.









